გრილიში: "მინდა, რომ მომდევნო წელს მანჩესტერ სიტისთან ერთად ყველა ტიტული მოვიგო"
"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველის, ჯეკ გრილიშის თქმით, მომდევნო სეზონში "ქალაქელებთან" ერთად ყველა ტიტულის მოგება უნდა.
"წარმოიდგინეთ, რას იტყოდნენ კრიტიკოსები, ამ თანხის სანაცვლოდ რომ გადმოვსულიყავი და პირველ სეზონში ვერაფერი მომეგო", - ციტირებს 26 წლის ინგლისელის სიტყვებს Mirror-ი.
"ახდენილი ოცნებაა იმის დამტკიცება, რომ ცდებოდნენ და სახლში პრემიერ ლიგის მედალთან ერთად ვზივარ. უბრალოდ ყველა ტურნირის მოგება მინდა, სადაც მონაწილეობას ვიღებ. გამარჯვება გვსურს. როცა კარიერას ასრულებ, მოგებულ მედლებს უყურებ".
"არ ვამბობ, მომავალ წელს მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა-თქო. ყველაფრის მოგება მსურს. ინგლისის თასის, ლიგის თასის, პრემიერ ლიგის. აქ ამისათვის გადმოვედი. ჩემი აზრით, მომავალ წელს უკეთესად ვითამაშებ. ვიცი, ასე იქნება".
"ვიცი, მომავალ წელს ჩემზე კიდევ უფრო დიდ ზეწოლას მოახდენენ", - დასძინა გრილიშმა.