ავტორიზაცია

VIDEO: უხვგოლიანი მატჩი ჩეხეთში — ესპანეთი მარცხს ბოლო წუთზე გატანილი გოლით გადაურჩა

თარიღი 06 ივნ 2022, 01:00

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-2 ჯგუფის მეორე ტურში ესპანეთის ეროვნული ნაკრები ჩეხეთს ესტუმრა.

აღნიშნული შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ფრედ დასრულდა - 2:2.

ანგარიში მე-4 წუთზე მასპინძელთა ნახევარმცველმა, იაკუბ პეშეკმა გახსნა, "ფურია როხამ" წონასწორობის აღდგენა პირველი ტაიმის მესამე კომპენსირებულ წუთზე გავის ზუსტი დარტყმით მოახერხა.

ჩეხები ფორვარდ იან კუჩტას მიერ გატანილი ბურთით 66-ე წუთზე კვლავ წინ გავიდნენ, მაგრამ სამი ქულა მაინც ვერ მოიგეს - 90-ე წუთზე ინიგო მარტინესმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

ამ შეხვედრის შემდეგ, ესპანეთის აქტივში ორი ქულაა და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს, ხოლო ჩეხეთი 4 ქულით მეორე პოზიციაზეა.