ავტორიზაცია

VIDEO: რონალდუს დუბლი და ასისტი — პორტუგალიამ შინაურ კედლებში შვეიცარია არ დაინდო

თარიღი 06 ივნ 2022, 01:06

ერთა ლიგის A დივიზიონის მე-2 ჯგუფის მეორე ტურში პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა შინაურ კედლებში შვეიცარია მიიღო.

აღნიშნული შეხვედრა მასპინძელთა გამანადგურებელი გამარჯვებით დასრულდა - 4:0.

ანგარიში მე-15 წუთზე კრიშტიანუ რონალდუს გადაცემით ვილიამ კარვალიომ გახსნა, 35-ე და 39-ე წუთებზე კი თავად პორტუგალიელთა კაპიტანმა მოახერხა გოლების გატანა და პირველივე ტაიმში დუბლი გაიფორმა.

51-ე წუთზე კრიშტიანუს თამაშგარე მდგომარეობის გამო მესამე ბურთი არ ჩაუთვალეს და საბოლოო შედეგი 68-ე წუთზე ჟოაო კანსელომ დააფიქსირა, საგოლე პასი საკუთარ აქტივში ბერნარდო სილვამ ჩაიწერა.

ამ გამარჯვების შემდეგ, პორტუგალია ჯგუფში 4 ქულით ლიდერია, ხოლო შვეიცარია 0 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.