"უდიდესი მიღწევაა, ამაზე ვოცნებობდით", - ბეილის პირველი განცხადება მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემდეგ
უელსის ნაკრების კაპიტანმა, გარეტ ბეილმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ფინალში უკრაინასთან (1:0) გამართული მატჩის შედეგი შეაფასა.
"ეს უელსის ნაკრების ისტორიაში უდიდესი მიღწევაა. ყველანი აღფრთოვანებულები ვართ. ამაზე თავიდანვე ვმუშაობდით და ვოცნებობდით".
"ყველა გახარებულია ჩვენი წარმოუდგენელი გულშემატკივრების გამო. სიტყვებსაც კი ვერ ვპოულობ ამ გრძნობის აღსაწერად".
"ბოლო კვირებში ზურგთან დაკავშირებული პრობლემების გამო ბევრს ვერ ვაკეთებდი, მაგრამ გუნდს შეძლებისგვარად ვეხმარებოდი. დღეს ბოლომდე დავიხარჯე", - ციტირებს ბეილის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.
მოგეხსენებათ, უელსელები მსოფლიო ჩემპიონატზე 1958 წლის შემდეგ პირველად ითამაშებენ.