ავტორიზაცია

უკრაინამ უელსთან მატჩში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ანტირეკორდი დაამყარა

უკრაინამ უელსთან მატჩში 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ანტირეკორდი დაამყარა
თარიღი 06 ივნ 2022, 10:51

მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ფინალში უკრაინა უელსთან (0:1) დამარცხდა.

ასე და ამგვარად, უკრაინელებმა მეტოქის კარის მიმართულების ზუსტად 9-ჯერ დაარტყეს, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს.

აღნიშნულ შეხვედრაში უელსელთა მეკარემ, უეინ ჰენესიმ ყველა დარტყმის მოგერიება შეძლო.

9 ზუსტი დარტყმა გოლის გარეშე - 2022 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირზე მაქსიმალური მაჩვენებელია.

მოგეხსენებათ, უელსის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე 1958 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.