ავტორიზაცია

17 წლის გავი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში შევიდა

17 წლის გავი ესპანეთის ეროვნული ნაკრების ისტორიაში შევიდა
თარიღი 06 ივნ 2022, 11:05

ესპანეთის ეროვნული ნაკრების 17 წლის ნახევარმცველმა, პაბლო გავიმ ისტორიული მიღწევა დააფიქსირა.

"ბარსელონას" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთთან (2:2) გამართულ მატჩში გოლის გატანა მოახერხა.

ასე და ამგვარად, კატალონიელთა შუახაზელი "ფურია როხას" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, ვინც მეტოქის კარი აიღო - 17 წლისა და 304 დღის.

გავიმ თანაგუნდელ ანსუმანე ფატის რეკორდი დაამხო, რომელმაც 2020 წლის სექტემბერში უკრაინას 17 წლისა და 311 დღის ასაკში გაუტანა.

ცნობისთვის, ამ შეხვედრის შემდეგ, ესპანეთის აქტივში ორი ქულაა და ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.