რონალდუმ მსოფლიო რეკორდი განაახლა — რამდენი გოლი აქვს გატანილი კრიშტიანუს სანაკრებო დონეზე?
კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით თავისი რეკორდის გაუმჯობესებას აგრძელებს.
ასე და ამგვარად, პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა ერთა ლიგაზე შვეიცარიასთან (4:0) გამართულ მატჩში დუბლი გაიფორმა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ლიდერმა ეროვნული გუნდის მაისურით თავისი 116-ე და 117-ე ბურთები შეაგდო, რაც მსოფლიო რეკორდია.
საუკეთესო ბომბარდირები სანაკრებო დონეზე:
1. კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია) - 117 გოლი 188 მატჩში;
2. ალი დაეი (ირანი) - 109 გოლი 148 მატჩში;
3. მოხტარ დაჰარი (მალაიზია) - 89 გოლი 142 მატჩში;
4. ლიონელ მესი (არგენტინა) - 86 გოლი 162 მატჩში;
5. ფერენც პუშკაში (უნგრეთი) - 84 გოლი 89 მატჩში.