ავტორიზაცია

შევჩენკო უკრაინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენას გამოეხმაურა

შევჩენკო უკრაინის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩენას გამოეხმაურა
თარიღი 06 ივნ 2022, 15:16

ლეგენდარულმა ანდრეი შევჩენკომ უელსთან (0:1) მარცხის შემდეგ უკრაინის ეროვნულ ნაკრებს მხარი დაუჭირა.

მოგეხსენებათ, უკრაინელებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის გადამწყვეტი შეხვედრა დათმეს და საფეხბურთო სამყაროში ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს გამოტოვებენ.

"საკმაოდ თავაწეული, წარმოუდგენელი სიამაყით! უკრაინის ნაკრებით და მსოფლიოში ჩვენი ყველაზე ერთგული გულშემატკივრებით უსაზღვროდ ვამაყობ. დაამტკიცეთ, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ, თავს არ დავზოგავთ".

"ცხოვრებაში ყველაფერი შედეგით არ განისაზღვრება. ერთად ვისწრაფვით შემდგომი გამარჯვებებისკენ!", - წერს "მილანის" ყოფილი თავდამსხმელი სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ უელსის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატზე 1958 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს.