ავტორიზაცია

"არა მხოლოდ არგენტინის, არამედ მთელი მსოფლიოს საგანძურია", - სკალონი მესის პენტა-თრიქზე

"არა მხოლოდ არგენტინის, არამედ მთელი მსოფლიოს საგანძურია", - სკალონი მესის პენტა-თრიქზე
თარიღი 06 Jun 2022, 15:37

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ლიონელ მესი ესპანელ ჩოგბურთელ რაფაელ ნადალს შეადარა.

მოგეხსენებათ, "პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელმა ამხანაგურ მატჩში ესტონეთს (5:0) ხუთი გოლი გაუტანა.

"არ ვიცი, რა ვთქვა, ძალიან რთულია. რაფა ნადალივითაა, რას იტყვი?", - ციტირებს 44 წლის სპეციალისტის სიტყვებს Ole.

"დაე, ჟურნალისტებმა ისაუბრონ. მის დასახასიათებლად სიტყვები აღარ დამრჩა და უპირველეს ყოველისა, იმ ყველაფრის აღსაწერად, რასაც აკეთებს. მესი უნიკალურია, გუნდში მისი ყოლა და გაწვრთნა სიამოვნებაა".

"ლეოსი მადლიერი ვარ. არა მხოლოდ არგენტინის, არამედ მთელი მსოფლიოს საგანძურია".

"დაგვაკლდება, როცა კარიერის დასრულებას გადაწყვეტს. ვიმედოვნებ, თამაშს გააგრძელებს და ყველა გახარებული იქნება, რადგან სასიამოვნო საყურებელია", - დასძინა სკალონიმ.

მოგეხსენებათ, 36 წლის ნადალმა გუშინ "როლან გაროსი" მე-14-ედ მოიგო.