სანტუში: "რონალდუ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია, კიდევ რისი თქმა შეიძლება?"
პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა გუნდის კაპიტანი, კრიშტიანუ რონალდუ შეაქო.
მოგეხსენებათ, 37 წლის სუპერვარსკვლავმა ერთა ლიგაზე შვეიცარიასთან (4:0) გამართულ მატჩში დუბლი შეასრულა.
"არ ვიცი, კიდევ რისი თქმა შეიძლება. ვიმეორებ, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. კიდევ რისი თქმა შეიძლება? ვფიქრობ, უკვე ყველაფერი ნათქვამია".
"ჩეხეთთან ძალიან რთული თამაში იქნება, ორივე გუნდს 4 ქულა აქვს. რთული იქნება, ადვილი თამაშები არ არსებობს. ვნახოთ, რა მდგომარეობაში იქნებიან ფეხბურთელები", - ციტირებს 67 წლის სპეციალისტის სიტყვებს Record-ი.
ცნობისთვის, ერთა ლიგის A დივიზიონის ჯგუფში პორტუგალიასთან, ჩეხეთთან და შვეიცარიასთან ერთად ესპანეთია.