გრილიში: "მანჩესტერ სიტიმ ჰოლანდის სახით ტოპ ფორვარდი დაიმატა და დარწმუნებული ვარ, დაგვეხმარება"
"მანჩესტერ სიტის" შემტევი ნახევარმცველი, ჯეკ გრილიში თავდამსხმელ ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერით კმაყოფილია.
"მეტი გოლის გატანას და ასისტის გაკეთებას ვისურვებდი, მაგრამ ეს არ მითქვამს, როცა ახალი გადმოსული ვიყავი. ერთადერთი, რაც მაშინ ვთქვი, ის იყო, რომ ტიტულების მოგება მინდა. პირველ რიგში, პრემიერ ლიგის მოგება მსურდა. ეს გახლდათ ჩემი მთავარი მიზანი და მივაღწიე. ვიცი, ინდივიდუალურ დონეზე უკეთესად თამაში შემიძლია. ვიმედოვნებ, ასეც მოხდება".
"ჰოლანდი დავიმატეთ. მისი სახით ტოპ ფორვარდს ვიღებთ. შესაძლოა, მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. დარწმუნებული ვარ, დაგვეხმარება. სულმოუთქმელად ველოდები მომავალ სეზონს".
– გაუმჯობესდება თუ არა შენი სტატისტიკა ჰოლანდის მოსვლის შემდეგ?
"ამის იმედი მაქვს. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს გუნდში კიდევ ბევრი ფეხბურთელი ფიქრობს ამაზე".
"საქმე მხოლოდ ჩემში არ არის. მჯერა, ჰოლანდი კევინ დე ბრუინს, ფილ ფოდენს, რაჰიმ სტერლინგს კარგად გაუგებს - ყველა შემტევ ფეხბურთელს".
"სულმოუთქმელად ველი მასთან ერთად თამაშის შესაძლებლობას. ვინ არ დაელოდებოდა? მსოფლიოში ნამდვილად ტოპ ორ ცენტრფორვარდს შორის ერთ-ერთია, თუ არა საუკეთესო. სულმოუთქმელად ველოდები მომდევნო სეზონს", - ციტირებს 26 წლის ინგლისელის სიტყვებს Mirror-ი.
გასულ სეზონში გრილიშმა ყველა ტურნირზე ერთად "ქალაქელთა" ღირსება 39 მატჩში დაიცვა, 6 გოლი გაიტანა და 4 შედეგიანი პასი გააკეთა.