ავტორიზაცია

"ჩემს კარიერაში გადამწყვეტი მომენტი დადგა", - დარჩება თუ არა კიმპემბე პსჟ-ში?

"ჩემს კარიერაში გადამწყვეტი მომენტი დადგა", - დარჩება თუ არა კიმპემბე პსჟ-ში?
თარიღი 06 ივნ 2022, 16:52

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურ მცველს, პრესნელ კიმპემბეს პარიზული კლუბის რიგებში დარჩენა უნდა.

"პსჟ" მიყვარს. ჩემს კარიერაში გადამწყვეტი მომენტი დადგა და ხელმძღვანელობასთან პროექტის დეტალებს განვიხილავ", - თქვა ფეხბურთელმა.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო წერს, 26 წლის ფრანგი უახლოეს პერიოდში კონტრაქტის გახანგრძლივებაზე წინადადებას ელოდება, მაგრამ ყველაფერი ახალ მენეჯერებზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ კიმპემბეს "პარი სენ ჟერმენთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.

გასულ სეზონში პრესნელმა ყველა ტურნირზე ერთად პარიზელთა მაისურით 41 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.