ავტორიზაცია

ბარსელონა ლიდსს რაფინიას სანაცვლოდ 40 მილიონ ევროსა და ფეხბურთელს სთავაზობს

ბარსელონა ლიდსს რაფინიას სანაცვლოდ 40 მილიონ ევროსა და ფეხბურთელს სთავაზობს
თარიღი 06 ივნ 2022, 17:13

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა "ლიდსის" გარემარბის, რაფინია დიასის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი წერს, მომდევნო კვირაში კატალონიელთა დირექტორი, მატეუ ალემანი ინგლისში ჩავა და პრემიერ ლიგის კლუბიეს მენეჯერებთან შეხვედრას გამართავს.

"ბლაუგრანას" წარმომადგენლის მთავარი დავალება ფასის დაკლებაზე შეთანხმებაა. ამჟამად "ლიდსი" ბრაზილიელში 65 მილიონ ევროს ითხოვს, ესპანურ გრანდს კი 40 მილიონზე მეტის გადახდა არ უნდა. შესაძლებელია ტრანსფერში მცველ ოსკარ მინგესას ჩართვაც.

როგორც აღინიშნება, ინგლისურ გუნდში უკმაყოფილონი არიან იმით, რომ "ბარსამ" მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პაუზა აიღო და რადგან "ლიდსის" ჩემპიონშიპში დაქვეითების იმედი ჰქონდა - ამ შემთხვევაში გააქტიურდებოდა პუნქტი, რომლის თანახმადაც 25 წლის შემტევის შესყიდვა 25 მილიონად იქნებოდა შესაძლებელი.

გასულ სეზონში რაფინიამ ყველა ტურნირზე ერთად 36 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 შედეგიანი გადაცემაც მიითვალა.