ავტორიზაცია

ჰოლანდი შვედ მცველთან მომხდარ კონფლიქტზე: "ბო*ი მიწოდა და მითხრა, რომ ფეხებს დამიმტვრევდა"

ჰოლანდი შვედ მცველთან მომხდარ კონფლიქტზე: "ბო*ი მიწოდა და მითხრა, რომ ფეხებს დამიმტვრევდა"
თარიღი 06 Jun 2022, 18:26

ერლინგ ჰოლანდმა ერთა ლიგის ეგიდით გამართულ გუშინდელ მატჩში ალექსანდრ მილოშევიჩთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ნორვეგიის ნაკრებმა შვედეთი სტუმრად ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ახალგაზრდა სუპერვარსკვლავმა დუბლი შეასრულა.

"პირველ რიგში, ბო*ი მიწოდა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის".

"მეორეც, როგორც მითხრა, ფეხებს დამიმტვრევდა, წუთნახევარში კი გოლი გავიტანე. შესანიშნავი იყო", - ციტირებს 21 წლის ნორვეგიელის სიტყვებს TV2.

მოგეხსენებათ, ჰოლანდი ამ ზაფხულს "დორტმუნდიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა და მომავალ სეზონს "ქალაქელთა" რიგებში დაიწყებს.