ავტორიზაცია

რეალს ჟეზუსის შეძენა შესთავაზეს — ანჩელოტის ბრაზილიელი მოსწონს, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა

რეალს ჟეზუსის შეძენა შესთავაზეს — ანჩელოტის ბრაზილიელი მოსწონს, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა
თარიღი 06 ივნ 2022, 18:32

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელმა, გაბრიელ ჟეზუსმა კარიერა შესაძლოა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს, წერს Marca.

როგორც გავლენიანი გამოცემა იტყობინება, ესპანეთის მოქმედ ჩემპიონს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის 25 წლის ბრაზილიელის შეძენა შესთავაზეს.

გავრცელებული ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" მზადაა ჟეზუსის შეძენის ვარიანტი განიხილოს. გუნდის მთავარ მწვრთნელს, კარლო ანჩელოტის "ქალაქელთა" შემტევი მოსწონს.

თავის მხრივ, სამხრეთამერიკელს გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება უნდა, რაც "რეალის" გეგმებში არ შედის. "ბლანკოსს" მოკლევადიანი ხელშეკრულება ურჩევნია იმ შემთხვევისთვის, თუ "სიტის" სხვა ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი ხელმისაწვდომი გახდება.

გასულ სეზონში ჟეზუსმა მანჩესტერელთა მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 12 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.