ავტორიზაცია

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი CIES-ის ვერსიით

მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი CIES-ის ვერსიით
თარიღი 06 Jun 2022, 18:45

CIES-ის ვერსიით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა რეიტინგს "პსჟ"-ს თავდამსხმელი, კილიან მბაპე ლიდერობს.

კვლევითმა ცენტრმა (CIES Football Observatory) მოთამაშეთა პოტენციური სატრანსფერო ღირებულებები შეაფასა და ყველაზე ძვირადღირებულების სია შეადგინა.

ასე და ამგვარად, რეიტინგის სათავეში 23 წლის ფრანგი სუპერვარსკვლავია, რომელიც 205,6 მილიონ ევროდ შეაფასეს.

ყველაზე ძვირადღირებულ ცენტრალურ მცველად რუბენ დიაში ("მანჩესტერ სიტი", 109,6 მლნ) დასახელდა, ფლანგის მცველად ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ("ლივერპული", 87,4 მლნ), ნახევარმცველად პედრი ("ბარსელონა", 135,1 მლნ), მეკარედ კი ჯანლუიჯი დონარუმა ("პსჟ", 73,7 მლნ).

აღსანიშნავია, რომ ტოპ ასეულში ყველაზე მეტი წარმომადგენელი პრემიერ ლიგას ჰყავს - 41.

მსოფლიოს 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი CIES Football Observatory-ის ვერსიით:

1. კილიან მბაპე, "პსჟ" – 205,6 მლნ ევრო;

2. ვინისიუს ჟუნიორი, "რეალი" – 185,3;

3. ერლინგ ჰოლანდი, "მანჩესტერ სიტი" – 152,6;

4. პედრი, "ბარსელონა" – 135,1;

5. ჯუდ ბელინგემი, "დორტმუნდი" – 133,7;

6. ფილ ფოდენი, "ბარსელონა" – 124;

7. ფრენკი დე იონგი, "ბარსელონა" – 112,5;

8. ლუის დიასი, "ლივერპული" – 110;

9. რუბენ დიაში, "მანჩესტერ სიტი" – 109,6;

10. ფერან ტორესი, "ბარსელონა" – 109,5.