ავტორიზაცია

ბუფონი: "ყველაზე მეტად რეალთან 2018 წელს გამართული მატჩით ვამაყობ, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამაძევეს"

ბუფონი: "ყველაზე მეტად რეალთან 2018 წელს გამართული მატჩით ვამაყობ, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამაძევეს"
თარიღი 06 Jun 2022, 18:54

"იუვენტუსის" ყოფილმა მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ ჩემპიონთა ლიგაზე "რეალთან" გამართულ მატჩში მიღებული წითელი ბარათის ეპიზოდი გაიხსენა.

აღნიშნული შეხვედრა 2017/18 წლების სეზონში მეოთხედფინალში შედგა. პირველი თამაში, რომელიც იტალიაში გაიმართა, მადრიდულმა გრანდმა ანგარიშით 3:0 მოიგო.

საპასუხო მატჩში "ბიანკონერი" 3:0-ს იგებდა, მაგრამ 93-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა, მაიკლ ოლივერმა ტურინელთა კარში პენალტი დანიშნა და ბუფონი მოედნიდან გააძევა. თერთმეტმეტრიანი კრიშტიანუ რონალდუმ ზუსტად შეასრულა და "ბლანკოსი" ნახევარფინალში გავიდა.

"2018 წელს მადრიდში გამართული შეხვედრა - ეს ის მატჩია, რომლითაც ყველაზე მეტად ვამაყობ, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერ ვხვდები, რატომ გამაძევა ოლივერმა".

"მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ალბათ, ერთ-ერთმა ჩემმა თანაგუნდელმა მას ნეკნებში რამდენჯერმე ჩაარტყა, მაგრამ ეს მე არ ვყოფილვარ, მან კი წითელი ბარათი მიჩვენა!", - თქვა ამჟამად "პარმას" კიპერმა La Stampa-სთან ინტერვიუში.