ავტორიზაცია

"მისთვის ასეთი რამ არ მითქვამს", - შვედეთის ნაკრების მცველმა ჰოლანდის ბრალდებას უპასუხა

"მისთვის ასეთი რამ არ მითქვამს", - შვედეთის ნაკრების მცველმა ჰოლანდის ბრალდებას უპასუხა
თარიღი 06 ივნ 2022, 20:03

შვედეთის ნაკრების მცველმა, ალექსანდრ მილოშევიჩმა ნორვეგიასთან (1:2) ერთა ლიგის ეგიდით გამართული მატჩის მიმდინარეობისას ფორვარდ ერლინგ ჰოლანდთან მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.

მოგეხსენებათ, 21 წლის სუპერვარსკვლავმა განაცხადა, რომ მილოშევიჩმა ბო*ი უწოდა და ფეხების დამტვრევით დაემუქრა.

"ამას არ ვიტყოდი. მისი მხრიდან ამის თქმა გასაკვირია, რადგან მე ნორვეგიულად ვერ ვლაპარაკობ, ის კი შვედურად, ამიტომაც არ ვიცი, როგორ უნდა შედგეს ჩვენს შორის კონტაქტი. მოედანზე ინგლისურად არ ვსაუბრობ, ასეთი რამ არ მითქვამს".

– მოედანზე ერთმანეთს აღიზიანებდით?

"არა, ნამდვილად არა, სიმართლე გითხრათ. ისეთ მატჩებში მითამაშია, სადაც უფრო გავღიზიანებულვარ".

– საუკეთესო ფეხბურთელია, რომლის წინააღმდეგაც გითამაშიათ?

"არა". 

– საერთოდ?

– "არა", - ციტირებს "აიკ"-ისა და შვედეთის ნაკრების უკანახაზელის სიტყვებს TV2.