ლევანდოვსკი: "ვის ენდომება ბაიერნში მოსვლა, თუ ეცოდინება, რომ კლუბიდან წასვლის უფლებას არ მისცემენ?"

„ბაიერნის“ ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკი, მიუნხენური გუნდი გააკრიტიკა.
„ბარსელონას გარდა არცერთი სხვა შემოთავაზება არც განმიხილავს. უკვე დავიწყე ესპანურად საუბარი, ესპანეთში სახლიც მაქვს და „ბაიერნის“ დატოვება მინდა, ეს აშკარაა.
რომელ ფეხბურთელს ენდომება „ბაიერნშ“ მოსვლა, თუ ეცოდინება, რომ კლუბის დატოვების უფლება არ ექნება? სად არის ერთგულება და პატივისცემა?
მე ყოველთვის მზად ვიყავი, ყოველთვის თამაში მინდოდა, ტრავმების დროსაც კი.“ - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს OnetSport.
პოლონელ ფორვარდს „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მან „ბარსასთან“ 3-წლიანი ხელშეკრულება უკვე სიტყვიერად შეათანხმა.