ავტორიზაცია

"ჩემში რაღაც მოკვდა", - ლევანდოვსკიმ ბაიერნიდან წასვლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა

"ჩემში რაღაც მოკვდა", - ლევანდოვსკიმ ბაიერნიდან წასვლის სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა
თარიღი 06 Jun 2022, 23:14

რობერტ ლევანდოვსკიმ მიუნხენის „ბაიერნის“ დატოვების სურვილი კიდევ ერთხელ გამოთქვა.

პოლონელი სუპერვარსკვლავის სიტყვებს იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იტყობინება.

„ჩემი ერთადერთი სურვილი „ბაიერნის“ დატოვებაა. ერთგულება და პატივისცემა სამსახურზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, ერთად გამოსავალი უნდა მოვძებნოთ.

ჩემში რაღაც მოკვდა, „ბაიერნის“ დატოვება მეტი ცხოვრებისეული ემოციის გამო მსურს.“ - აღნიშნა ლევანდოვსკიმ.

33 წლის ფორვარდს მიუნხენურ გრანდთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, მისი გადაბირებით „ბარსელონა“ ინტერესდება, რომელთანაც ფეხბურთელს პირადი კონტრაქტიც შეთანხმებული აქვს.