"მის ადგილას ასე არ ვილაპარაკებდი, მომავალ სეზონშიც ჩვენთან იქნება", - ბაიერნის პრეზიდენტი ლევანდოვსკიზე

„ბაიერნის“ პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა კვლავ აღნიშნა, რომ რობერტ ლევანდოვსკი გუნდში დარჩება.
„ჩვენ სულ ვამბობდით, რომ ლევანდოვსკის კონტრაქტი 2023 წლამდე მოქმედებს, კონტრაქტი კი - ვალდებულებაა! საით მივექანებით, თუ ფეხბურთელს შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რომ კონტრაქტი არაფერს ნიშნავს, ჩვენ კი ვალდებულები ვართ, მას ხელფასი ბოლო დღემდე ვუხადოთ? ეს უსამართლობაა, ასე არ უნდა ხდებოდეს.
ცოტა გაკვირვებული ვარ, რომ რობერტმა სახალხო განცხადებების გზა აირჩია, მის ადგილზე ასე არ მოვიქცეოდი. ის უკვე დიდი ხანია „ბაიერნშია“, აქ მრავალი ტიტული მოიგო და ორჯერ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
ვფიქრობ, მან კარგად იცის, რას აძლევს მას „ბაიერნი“. ეს კლუბი თავის ფეხბურთელებს კარგად ეპყრობა და ყველაფერს აკეთებს, რომ მოედანზე მაქსიმუმის ჩვენებაში დაეხმაროს.
შესაძლებელია თუ არა ლევანდოვსკის სიტყვების მისი „ბაიერნში“ დარჩენა? ამაზე არ ვღელავ, რობერტი ნამდვილი პროფესიონალია და ფეხბურთის თამაში უნდა.
ვღელავთ თუ არა იმაზე, რომ ასეთ შემთხვევაში ის გაისად უფასოდ წავა? საბედნიეროდ, ეკონომიკური პრობლემები არ გვაქვს. გვინდა, გუნდში საუკეთესოები გვყავდეს, რობერტი კი - ერთ-ერთი საუკეთესოა. ასე რომ დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონში ის ჩვენთან ითამაშებს.“ - აღნიშნა ჰაინერმა.