ავტორიზაცია

"თქვენი ერთგული ვიქნები და დაგელოდებით", - ლევანდოვსკის მხოლოდ ბარსა აინტერესებს

"თქვენი ერთგული ვიქნები და დაგელოდებით", - ლევანდოვსკის მხოლოდ ბარსა აინტერესებს
თარიღი 05 Jun 2022, 11:53

რობერტ ლევანდოვსკი კარიერის გაგრძელების მხოლოდ ერთ ვარიანტს განიხილავს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, პოლონელმა ფორვარდმა აგენტის მეშვეობით „ბარსელონას“ შეატყობინა, რომ მხოლოდ მათთან სურს გადასვლა და სხვა ნებისმიერი კლუბის შემოთავაზებას არც კი მოისმენს.

ლევანდოვსკიმ იცის, რომ „ბაიერნთან“ შეთანხმება ძალიან რთული იქნება. ამიტომ მზადაა, „ბარსაში“ ტრანსფერს ბოლომდე დაელოდოს.

მას კატალონიელებთან პირადი 3-წლიანი კონტრაქტი უკვე შეთანხმებული აქვს. „ბარსას“ ხელმძღვანელობა კი ყველაფერს აკეთებს, რომ რობერტი დაიმატოს.

ამასთანავე, ეს არც ისე ადვილი გასაკეთებელი იქნება, რადგან ფინანსური პრობლემების გამო, „ბარსა“ ჯერ თავისუფალი აგენტის სტატუსით დამატებულ ანდრეას კრისტენსენს და ფრანკ კესიესაც კი ვერ არეგისტრირებს.