ავტორიზაცია

ლუკაკუ ჩელსის დატოვებას გეგმავს და მხოლოდ ერთი კლუბი აინტერესებს

ლუკაკუ ჩელსის დატოვებას გეგმავს და მხოლოდ ერთი კლუბი აინტერესებს
თარიღი 07 ივნ 2022, 10:38

"ჩელსის" თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ "ინტერში" დაბრუნებისკენ ისწრაფვის, იტყობინება Corriere della Sera.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელი გასული წლის ბოლოდან მოყოლებული მუდმივად ურეკავს ყოფილ თანაგუნდელებს, მწვრთნელებს, აგრეთვე მილანური გრანდის ხელმძღვანელობას. 29 წლის ფორვარდს იმდენად უნდა იტალიაში თამაში, რომ მზად არის ამჟამინდელი ხელფასის მესამედზე თქვას უარი.

ლუკაკუს ტრანსფერი 2-წლიანი იჯარის სახითაა შესაძლებელი, მაგრამ "ნერაძურის" წარმომადგენლები ჯერჯერობით არანაირი ფორმალური ნაბიჯის გადადგმას არ აპირებენ.

როგორც აღინიშნება, რომელუ ყველაფერზეა წამსვლელი, რათა "ჩელსის" ახალ ხელმძღვანელობას თავისი პოზიციის შესახებ აცნობოს და ნებისმიერი კლუბის შეთავაზებას უარყოფს, გარდა "ინტერისა".

გასულ სეზონში გამოცდილმა თავდამსხმელმა ყველა ტურნირზე ერთად "არისტოკრატების" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი პასი გააკეთა.