ავტორიზაცია

მსურველი გამოჩნდა, ბეილი მზად არის ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს

მსურველი გამოჩნდა, ბეილი მზად არის ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს
თარიღი 07 ივნ 2022, 11:24

"რეალის" აწ უკვე ყოფილი გარემარბი, გარეტ ბეილი მადრიდული გრანდიდან წასვლის შემდეგ შესაძლოა უელსში დაბრუნდეს.

როგორც გავლ~ნიანი გამოცემა BBC-ი იტყობინება, 32 წლის შემტევის ხელში ჩაგდება "კარდიფს" სურს. მოლაპარაკებებში კლუბის ხელმძღვანელი, მეჰმეტ დალმანი აპირებს მონაწილეობას.

უელსურ კლუბს იმედი აქვს, რომ ბეილს გუნდის პრემიერ ლიგაში აღზევების შესაძლებლობა მიიზიდავს. გარეტს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის თავის ქვეყანაში მომზადების შანსი ექნება, "კარდიფის" გეგმაში კი უფრო გრძელვადიანი თანამშრომლობაა.

უელსელები გამოცდილ შემტევს ვერ გადაუხდიან იმდენს, რამდენსაც "რეალში" იღებდა, რადგან ეს თანხა პირველი გუნდის სახელფასო ჭერის ნახევარს უდრის. თუმცა, არსებული ცნობით, გარეტი მზადაა ხელფასი მნიშვნელოვნად შეიმციროს.

2021/22 წლების სეზონში ბეილმა ყველა ტურნირზე ერთად "ბლანკოსის" მაისურით მხოლოდ 7 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.