ავტორიზაცია

რეალს სტერლინგის შეძენა შესთავაზეს, მადრიდელთა პასუხმა არ დააყოვნა

რეალს სტერლინგის შეძენა შესთავაზეს, მადრიდელთა პასუხმა არ დააყოვნა
თარიღი 07 ივნ 2022, 11:41

"რეალის" ხელმძღვანელობა "მანჩესტერ სიტის" გარემარბის, რაჰიმ სტერლინგის შეძენას არ აპირებს, იტყობინება AS-ი.

როგორც გავლენიანი ესპანური გამოცემა წერს, მადრიდელებს ინგლისელის გადაბირება შესთავაზეს, რომელსაც "ქალაქელებთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ზაფხულში ეწურება.

მიუხედავად ამისა, "ბლანკოსი" ამ ტრანსფერით არც დაინტერესებულია და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების ფეხბურთელების რაოდენობასთან დაკავშირებული შეზღუდვის გამო ახლა ვერც შეძლებს მის შეძენას.

თავის მხრივ, "მანჩესტერ სიტის" სტერლინგის გაყიდვა უნდა და თავად რაჰიმიც გეგმავს სამუშაო ადგილის შეცვლას.

2021/22 წლების სეზონში 27 წლის ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 47 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი პასი გააკეთა.