პოჩეტინო: "პსჟ სასოწარკვეთილად ცდილობს ჩემპიონთა ლიგის მოგებას"
"პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ განაცხადა, რომ პარიზულ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა.
"პსჟ" სასოწარკვეთილად ცდილობს ჩემპიონთა ლიგის მოგებას. მიზანი ამ ტურნირზე გამარჯვებაა. ნორმალურია ქარიშხლის გაჩენა, მაგრამ ჩემპიონატის მოგებით სიტუაცია შევცვალეთ, ისევე როგორც "სიტიმ" იმარჯვა ინგლისში".
"ასეთი მოლოდინით მუშაობა, ასეთ გასახდელთან ერთად - მუდმივი სწავლაა. "რეალის" დამარცხებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებდა, როგორც "ჩელსის", "მანჩესტერ სიტისა" და "ლივერპულს". მეც მოვიგე ის, რაც ანჩელოტიმ, ბლანმა და სხვა მწვრთნელებმა...".
"მაგრამ კლუბში დიდი მოუთმენლობაა. ვფიქრობ, ურთიერთგაგების ფორმულას მოვძებნით, რათა ფეხბურთელები, სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა გაერთიანდეს", - ციტირებს არგენტინელი სპეციალისტის სიტყვებს Catalunya Radio.
მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 2021/22 წლების სეზონში 1/8 ფინალში "პსჟ" "რეალთან" დამარცხდა - 1:0, 1:3.