ავტორიზაცია

პოგბა: "მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ გაფასებენ, ზოგჯერ ლიდერსაც სჭირდება დახმარება"

პოგბა: "მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ გაფასებენ, ზოგჯერ ლიდერსაც სჭირდება დახმარება"
თარიღი 07 Jun 2022, 14:25

"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველის, პოლ პოგბას თქმით, მისთვის თანაგუნდელების სიყვარული და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.

"ყველას სურს თავი საყვარლად იგრძნოს, ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ეს. სულს სჭირდება. მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ გაფასებენ. როცა რაღაცას კარგად აკეთებ, გინდა გაიგო: "ოჰ, შესანიშნავია. ყოჩაღ". ზრდასრულ ადამიანებსაც სჭირდებათ ეს. სასიამოვნოა იმის შეგრძნება, რომ შენს მიერ გაწეულ საქმეს აფასებენ და კმაყოფილები არიან".

"თუ წარუმატებლობას აქვს ადგილი, ვიღაც კი შენთან მოდის და გეუბნება: "დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა, ასეთები ხდება..." ეს უზარმაზარ მუხტს იძლევა. თანაგუნდელებისგან გარკვეული რაღაცების მოსმენა საჭიროა. შემდეგ კი შენ შეგიძლია დაეხმარო მათ".

"მომწონს ხალხთან საუბარი. შეიძლება ლიდერი იყო, მაგრამ ზოგჯერ ლიდერსაც სჭირდება მხარდაჭერა", - დასძინა 29 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა.

მოგეხსენებათ, პოგბა ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნებასთან არის ახლოს, სადაც 2012 წლიდან 2016 წლამდე ირიცხებოდა.