ავტორიზაცია

მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს — რაზე ვერ თანხმდებიან ბარსელონა და გავი?

მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს — რაზე ვერ თანხმდებიან ბარსელონა და გავი?
თარიღი 07 Jun 2022, 15:24

"ბარსელონას" ხელმძღვანელობა გუნდის ნახევარმცველს, გავის ახალ კონტრაქტზე კვლავ ვერ უთანხმდება.

კლუბის ბოსებსა და 17 წლის ვუნდერკინდის აგენტებს შორის მუდმივი კონტაქტია. არ არის გამორიცხული, ამ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართოს.

მოლაპარაკებებში შეუსაბამობის მთავარი მიზეზი ის გახლავთ, რომ "ბლაუგრანა" გავის პერსპექტიულ ფეხბურთელად მიიჩნევს, მისი გარემოცვის აზრით კი ესპანელმა მსოფლიო დონეს უკვე მიაღწია. ამიტომაც, მხარეები კონტრაქტის ფინანსურ პარამეტრებზე ვერ თანხმდებიან.

როგორც Diario Sport-ი წერს, "ბარსა" მზად არის გავის იმდენი უხადოს, რამდენიც იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც კლუბთან კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გაახანგრძლივეს. ბოლო მათგანი მცველი, რონალდ არაუხოა. ამ დროისთვის, ფეხბურთელის გარემოცვა ასეთ პირობებზე თანახმა არაა. მისი წარმომადგენლები ჯერ კიდევ განიხილავენ "ბლაუგრანას" მიერ წამოყენებულ პირობებს. გარდა ამისა, გავის ახლობლებმა ისიც იციან, თუ რამდენს გამოიმუშავებენ გუნდის ახალწვეულები, ფრანკ კესიე და ანდრეას კრისტენსენი.

გავის კონტრაქტის თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებებში უახლოესი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება.

გასულ სეზონში 17 წლის ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე ერთად "ლურჯ-ბროწეულისფერთა" მაისურით 46 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.