"პსჟ-ც სიტის მსგავსად უნდა მოიქცეს", - პოჩეტინო საკუთარ მომავალზე მორიგ განცხადებას აკეთებს
"პარი სენ ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.
"ჩემი კონტრაქტი კიდევ ერთ წელზეა გათვლილი, მაგრამ გარშემო ბევრი ჭორი ვრცელდება. ყოველკვირა მათავისუფლებენ. "პსჟ" ასეთ რაღაცებს მაგნიტივით იზიდავს. კლუბს თავისი მოდელის აგება ახლიდან სურს. მალე პრეზიდენტი ახალი პროექტის შესახებ ისაუბრებს, მაგრამ მშვიდად ვარ".
"იმისათვის, რათა "პსჟ"-ში აღმოჩნდე, კარგი მწვრთნელი უნდა იყო. აქ გატარებული წელიწადნახევრის შემდეგ, ჩემს თავს ერთ-ერთ საუკეთესოდ ვთვლი. იმ გასახდელის მართვა, სადაც ამდენი ვარსკვლავია, დიდი გამოცდილებაა".
"ჩემპიონატისა და თასის მოგება დასაფასებელია. ჩემპიონთა ლიგაზე ცოტა მატჩი ტარდება. არის რაღაცები, რასაც ვერ ვიგებ".
"მანჩესტერ სიტი" მომწონს, რადგან გვარდიოლას გუნდის აშენების შესაძლებლობა მისცეს. დრო მისცეს. "პსჟ"-შიც არის ეს საჭირო. თუ ამ პროექტში სიმშვიდე გამოჩნდება, მაშინ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება ახლოს იქნება", - თქვა არგენტინელმა Eport3-თან ინტერვიუში.