მილანში იბრაჰიმოვიჩის მომავალთან დაკავშირებით ახალი ცნობები ვრცელდება

"მილანის" თავდამსხმელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კლუბთან ახალი კონტრაქტის პირობებს განიხილავს.
40 წლის შვედი "როსონერისთან" თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელებას გეგმავს.
მოგეხსენებათ, ზლატანს მუხლზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ 7-8 თვე გაუცდება, ამიტომაც ხელფასის შემცირებას დათანხმდება.
უახლოეს დღეებში მხარეები მორიგი შეხვედრის გამართვას და კომპრომისის მიღწევას აპირებენ.
გასულ სეზონში იბრაჰიმოვიჩი "მილანს" იტალიის ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა. სერია ა-ში ჩატარებულ 23 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა.