ავტორიზაცია

ჩელსის ახალი მფლობელი ლუკაკუს ინტერში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებს

ჩელსის ახალი მფლობელი ლუკაკუს ინტერში მხოლოდ ერთ შემთხვევაში გაუშვებს
თარიღი 07 ივნ 2022, 16:06

"ჩელსის" თავდამსხმელის, რომელუ ლუკაკუს მომავალს ფარდა შეიძლება ამ კვირაში აეხადოს, წერენ ბრიტანულ და იტალიურ მედიაში.

ლონდონური კლუბის ახალი მფლობელი, ტოდ ბოელი ოთხშაბათს ან ხუთშაბათს გუნდის მთავარ მწვრთნელს, ტომას ტუხელს შეხვდება.

როგორც აღინიშნება, "არისტოკრატების" ხელმძღვანელი და გერმანელი სპეციალისტი სხვა საკითხებთან ერთად ბელგიელი ფორვარდის მომავალსაც განიხილავენ, რომელსაც "ინტერში" დაბრუნება უნდა.

მოგეხსენებათ, "ჩელსიმ" ლუკაკუ ერთი წლის წინ 97,5 მილიონ ფუნტად იყიდა, მაგრამ ფეხბურთელმა წარუმატებელი სეზონი ჩაატარა და სამუშაო ადგილის შეცვლა სურს.

თავის მხრივ, "ინტერს" სრულფასოვანი ტრანსფერის გაჩარხვა არ შეუძლია და მხოლოდ იჯარაზეა თანახმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბოელი 29 წლის ფორვარდს "ნერაძურიში" იმ შემთხვევაში გაუშვებს, თუ გარიგების ფინანსური მხარე დააკმაყოფილებს.

2021/22 წლების სეზონში ლუკაკუმ ყველა ტურნირზე ერთად "ჩელსის" მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.