"ჩემი ცოლ-შვილი ამას არ დაუშვებდა", - პოჩეტინომ ახსნა, თუ რატომ იუარა 2020 წელს ბარსელონას გაწვრთნა
ამჟამად "პსჟ"-ს მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რატომ თქვა თავის დროზე უარი "ბარსელონას" ჩაბარებაზე.
არგენტინელ სპეციალისტს კატალონიური გუნდის სათავეში ჩადგომა 2020 წლის იანვარში შეეძლო, თუმცა, საბოლოო ჯამში, "ლურჯ-ბროწეულისფრებმა" კიკე სეტიენი დანიშნეს.
"არც ჩემი ცოლი და არც ჩემი შვილები არ დაუშვებდნენ ამას. "ესპანიოლთან" ძალიან ძლიერი კავშირი მაქვს, ამიტომაც ეს შეუძლებელი იქნებოდა".
"ბარსას" საკმარისი ვარიანტი აქვს იმ ადამიანის მისაწვევად, რომელიც კლუბის იდეებთან ასოცირდება, მე კი მასთან საერთო არაფერი მაქვს", - ციტირებს პოჩეტინოს სიტყვებს Cope.
ცნობისთვის, არგენტინელი ფეხბურთელობისას "ესპანიოლის" ღირსებას იცავდა, 2009 წლიდან 2012 წლამდე კი წვრთნიდა.