ავტორიზაცია

BREAKING: რეალი და მონაკო შეთანხმდნენ — ჩუამენიმ მადრიდი 3 ევროპულ ტოპ კლუბს ამჯობინა!

BREAKING: რეალი და მონაკო შეთანხმდნენ — ჩუამენიმ მადრიდი 3 ევროპულ ტოპ კლუბს ამჯობინა!
თარიღი 07 ივნ 2022, 16:57

"რეალის" ხელმძღვანელობა "მონაკოს" ნახევარმცველ ორელიენ ჩუამენის ტრანსფერზე სიტყვიერად შეუთანხმდა.

როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, "სამეფო კლუბმა" მონაკოელებთან 22 წლის ჩამშლელის თაობაზე კომპრომისს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდული გრანდი ახალგაზრდა ფრანგში საერთო ჯამში 100 მილიონ ევროს გადაიხდის.

ახლა კლუბები ყველა საჭირო დოკუმენტის გაფორმების პროცესს ასრულებენ. ამის შემდეგ ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდება.

ჩუამენიმ "რეალის" გამო "პსჟ"-ს, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუთვალა უარი.

გასულ სეზონში "მონაკოს" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.