ავტორიზაცია

ტენ ჰაგს ამ ზაფხულს მანჩესტერში 5 ახალი ფეხბურთელის ხილვა სურს — Goal.com

ტენ ჰაგს ამ ზაფხულს მანჩესტერში 5 ახალი ფეხბურთელის ხილვა სურს — Goal.com
თარიღი 07 ივნ 2022, 17:23

"მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის გაძლიერებას გეგმავს და გეგმებს აწყობს.

ასე და ამგვარად, როგორც გავლენიანი გამოცემა Goal.com-ი იტყობინება, "ეშმაკუნების" ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს გუნდში ხუთი ახალი ფეხბურთელის ხილვა სურს.

"ემიუს" მთავარი სამიზნე "ბარსელონას" ნახევარმცველი, ფრენკი დე იონგია. ინგლისურ კლუბში უკვე დიდი ხანია ჰოლანდიელის თამაშს აკვირდებიან - "ემიუს" ყურადღება მან ჯერ კიდევ "აიაქსში" თამაშისას მიიპყრო.

მიუხედავად ამისა, დე იონგს კატალონიური გრანდის დატოვება არ უნდა. წყაროს ცნობით, ამ ტრანსფერის გასაჩარხად "ყველა ვარსკვლავი უნდა შეერთდეს".

ტენ ჰაგმა იცის, პოლ პოგბასა და ნემანია მატიჩის წასვლის შემდეგ გუნდს როგორც მინიმუმ კიდევ ერთი ცენტრალური ნახევარმცველი სჭირდება, გარდა დე იონგისა. 52 წლის სპეციალისტმა "ემიუს" დირექტორებთან კელვინ ფილიპსის ("ლიდსი") და დეკლან რაისის ("ვესტ ჰემი") კანდიდატურები განიხილა, თუმცა ამ უკანასკნელის სანაცვლოდ დაახლოებით 150 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

"იუნაიტედში" ესმით, რომ კლუბს ნ'გოლო კანტესა და "ჩელსის" შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში ბერკეტად იყენებენ. მანიკუნიანელებს დიდი ხანია ეს ფეხბურთელი მოსწონთ, მაგრამ მისი ასაკი (31 წლის) და ტრავმები ეჭვებს იწვევს.

ტენ ჰაგის აზრით, "ეშმაკუნებმა" სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ყველა ზონა უნდა გააძლიერონ.

თავდამსხმელის დამატებაც საჭიროა. აქ "მანჩესტერ იუნაიტედი" "ბენფიკას" ფორვარდ დარვინ ნუნიესით ინტერესდება.