ავტორიზაცია

მილანმა ორი ტრანსფერი უკვე შეათანხმა — სიაში კიდევ 4 ფეხბურთელია

მილანმა ორი ტრანსფერი უკვე შეათანხმა — სიაში კიდევ 4 ფეხბურთელია
თარიღი 07 ივნ 2022, 17:40

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის "მილანის" ხელმძღვანელობის გეგმები ცნობილია, იუწყება ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ჯანლუკა დი მარციო.

ასე და ამგვარად, როგორც ვარაუდობენ, "როსონერი" ძალიან მალე "ლივერპულის" თავდამსხმელს, დივოკ ორიჯის დაიმატებს.

გარდა ამისა, მილანელები "რომას" მცველის, ალესანდრო ფლორენცის კონტრაქტს შეისყიდიან, რომელმაც გასული სეზონი გუნდში იჯარით გაატარა.

მოლაპარაკებებს გრძელდება "ლილის" ორი ფეხბურთელის, რენატო სანჩეშისა და სვენ ბოტმანის თაობაზე.

გარდა ამისა, "მილანი" "სასუოლოს" შემტევ ნახევარმცველ დომენიკო ბერარდითა და "ბრიუგეს" შუახაზელ შარლ დე კეტელარეთი ინტერესდება.