"ბედნიერი უნდა ვიყო და სიამოვნებას ვიღებდე, ამის ძიებაში ვარ", - პოგბა ახალი კლუბის შესახებ
"მანჩესტერ იუნაიტედის" აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რისი მიღება სურს ახალ კლუბში.
"საკუთარი თავისთვის საუკეთესო მინდა. ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაერთიანოთ. ახლა პაუზა მაქვს აღებული და საუკეთესოს ძიებაში ვარ. უბრალოდ ფეხბურთის თამაში მსურს, ყოველთვის ვიყო ის, ვინც ვარ და ვისიამოვნო იმით, რასაც ვაკეთებ".
"სიამოვნებას უნდა ვიღებდე იმით, რასაც ვაკეთებ, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კარგად ვერ ვითამაშებ. ნეგატიური ფიქრები არ მინდა".
"შეიძლება მატჩები წააგო, ტიტულები ხელიდან გავუშვა, მაგრამ ბედნიერი უნდა იყო იმ ადგილას, სადაც იმყოფები და სიამოვნება მიიღო. აი, რას ვეძებ", - თქვა 29 წლის ფრანგმა სუპერვარსკვლავმა.
მოგეხსენებათ, პოგბა ტურინის "იუვენტუსში" დაბრუნებასთან არის ახლოს, სადაც 2012 წლიდან 2016 წლამდე ირიცხებოდა.