ავტორიზაცია

პსჟ სასუოლოს შემტევის ტრანსფერზე მუშაობს, მისით არსენალიც ინტერესდება

პსჟ სასუოლოს შემტევის ტრანსფერზე მუშაობს, მისით არსენალიც ინტერესდება
თარიღი 07 ივნ 2022, 23:13

„პსჟ“ იტალიური „სასუოლოს“ ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის მიმართ იჩენს ინტერესს.

Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, პარიზული კლუბი 23 წლის ჯანლუკა სკამაკას შესაძლო ტრანსფერზე აქტიურად მუშაობს.

იტალიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს „არსენალიც“ იჩენს, რომელიც მზადაა „სასუოლოს“ 35 მილიონი ევრო შესთავაზოს. თუმცა, იტალიელებს მინიმუმ 50 მილიონის მიღება სურთ.

გასულ სეზონში 23 წლის სკამაკამ სერია ა-ს 36 მატჩში 16 გოლის გატანა შეძლო.