ავტორიზაცია

ლევანდოვსკი: "ბაიერნისთვისვე სჯობს, რომ ჩემში ფული აიღოს და სხვა ფეხბურთელებს დაახარჯოს"

ლევანდოვსკი: "ბაიერნისთვისვე სჯობს, რომ ჩემში ფული აიღოს და სხვა ფეხბურთელებს დაახარჯოს"
თარიღი 07 ივნ 2022, 23:38

რობერტ ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე მორიგი კომენტარი გააკეთა.

როგორ ფიქრობთ, დატოვებთ თუ არა კლუბს ამ ზაფხულს?

„არ ვიცი, კონტრაქტით კიდევ ერთი წელი მაქვს დარჩენილი, ამიტომაც წასვლა უბრალოდ ვითხოვე. ვფიქრობ, ეს შექმნილ ვითარებაში საუკეთესო გამოსავალია, მითუმეტეს რომ კლუბი ფულსაც მიიღებს. მე ახალი გამოწვევის მიღების შანსი მივიღე ახალ კლუბში, კიდევ რამდენიმე წლით, ეს ჩემი სურვილია.

თავიდანვე ვამბობდი, რომ უნდა ვეძიოთ გადაწყვეტილება, რომელიც ორივე მხარეს დააკმაყოფილებს. „ბაიერნი“ - მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კლუბია, ბევრი ფეხბურთელისთვის საოცნებოც კი. ვფიქრობ, მათთვისვეა უკეთესი, რომ ჩემში მიღებული თანხა სხვა ფეხბურთელებში ჩადონ, ვიდრე ჩემი კონტრაქტის ამოწურვას ელოდონ. არ მინდა რაიმე დავაჩქარო, საქმე ამაში არ არის.

„ბაიერნმა“ მოჭრილად განაცხადა: ლევანდოვსკი კონტრაქტს ბოლომდე შეასრულებს.

„ამაზე არაფრის თქმა არ მინდა, იმიტომ რომ ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და წერენ. ზოგი ნათქვამი ხშირად მახინჯდება ან უბრალოდ აზრი ეცვლება. მინდა, რომ ეს დასრულდეს. 

ემოციები უნდა გაცივდეს, მინდა მშვიდად ვილაპარაკო და არა პრესის მეშვეობით. ვიცი, რომ კონფლიქტები ხშირად სათაურებში ხვდება. მაგრამ მე და „ბაიერნი“ მტრები არ ვართ.“ - აღნიშნა პოლონელმა.