"ვარ თუ არა უმადური და ეგოისტი? იმედია, ქომაგები გამიგებენ", - ლევანდოვსკი

„ბაიერნის“ ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ კლუბიდან წასვლის სურვილი განმარტა.
„მე ყოველთვის ვცდილობდი „ბაიერნისთვის“ ყველაფერი მიმეცა, რათა გულშემატკივრების და გუნდის იმედები გამემართლებინა. ქომაგებს დიდ პატივს ვცემ, ისინი სულ გვერდში მედგნენ.
ახლა გულწრფელი რომ არ ვიყო, ვიფიქრებდი რომ ქომაგების მიმართ უსამართლო ვარ. ვიცი, რომ დღეს ისინი ბევრ ემოციას გრძნობენ, მაგრამ იმედია, რომ ოდესმე გამიგებენ.
უმადური და ეგოისტური ხართ?
არა, ეგოისტი არ ვარ. ვიცი, რა მივიღე „ბაიერნისგან“ და ამას ძალიან ვაფასებ.
ასევე ისიც ვიცი, რომ ბოლო რვა წელში ყველაფერი გავაკეთე, რომ კლუბი და ქომაგები იმედგაცრუებული არ დამეტოვებინა. ამ დროის გასვლის შემდეგ ვგრძნობ, რომა ხალი ეტაპის დრო მოვიდა.
მაგრამ, თქვენ ჯერ კიდევ კონტრაქტი გაქვთ...
„ბაიერნს“ და მის წესებს პატივს ვცემ. მაგრამ ცვლილებები, განსაკუთრებით ამდენი წლის შემდეგ, კლუბისა და ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესია. იმედია, ეს ეგოისტურად არ ჟღერს. მე კონტრაქტი მაქვს, მაგრამ ვცადე კლუბისთვის დამენახებინა, რას ვგრძნობ.
„ბაიერნი“ თქვენთვის წარსულშია?
კლუბსაც შევატყობინე და ღიადაც ვთქვი, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ ვპაირებ. ასე რომ მოდით, ჩემ მომავალზე ნუღა ვისაუბრებთ. უბრალოდ, მინდოდა სპეკულაციებისთვის წერტილი დამესვა.“ - ციტირებს ფეხბურთელის სიტყგვებს Bild.