ავტორიზაცია

მანჩესტერის სკაუტები ავსტრიისა და დანიის მატჩზე ორ ფეხბურთელს დააკვირდნენ

მანჩესტერის სკაუტები ავსტრიისა და დანიის მატჩზე ორ ფეხბურთელს დააკვირდნენ
თარიღი 08 ივნ 2022, 10:51

"მანჩესტერ იუნაიტედის" სკაუტებმა ავსტრიისა და დანიის ეროვნული ნაკრებების (1:2) მატჩზე ორ ფეხბურთელს მიადევნეს თვალყური.

ინგლისური გრანდის წარმომადგენლები ერთა ლიგის მატჩს დანიელი ნახევარმცველის, კრისტიან ერიქსენისა და ავსტრიელთა შუახაზელის, კონრად ლაიმერის თამაშის ხილვის მიზნით დაესწრნენ.

"ემიუს" ახალ მთავარ მწვრთნელს, ერიკ ტენ ჰაგს ერიქსენის მიწვევა უნდა, რომელსაც ძალიან მალე "ბრენტფორდთან" კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

"ლაიფციგში" მოასპარეზე ლაიმერისთვის კი "იუნაიტედის" გარდა "ტოტენჰემი" და "ბაიერნიც" ინტერესდებიან.

გასულ სეზონში 30 წლის დანიელმა საკლუბო დონეზე 11 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 4 ასისტი გააკეთა, ხოლო 25 წლის ავსტრიელმა 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მეტოქეთა კარი 5-ჯერ აიღო და 6 შედეგიანი პასიც მიითვალა.