ავტორიზაცია

ლევანდოვსკი ბაიერნზე: "ეს კლუბი და ქალაქი ჩემს სახლად იქცა, წლების მანძილზე ძალიან ბედნიერი ვიყავი"

ლევანდოვსკი ბაიერნზე: "ეს კლუბი და ქალაქი ჩემს სახლად იქცა, წლების მანძილზე ძალიან ბედნიერი ვიყავი"
თარიღი 08 ივნ 2022, 11:18

"ბაიერნის" თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ ახსნა თავისი განცხადება იმის თაობაზე, რომ მიუნხენური გრანდიდან წასვლა მეტი ცხოვრებისეული ემოციის გამო სურს.

"ეს გრძელი პოდკასტი გახლდათ, რომელიც გასულ კვირაში ჩიაწერა. ეს არ ყოფილა შემდგომი აზრი: საათნახევარი ვისაუბრეთ, აქედან რამდენიმე წუთი ფეხბურთზე. სწორედ ამას ვგულისხმობდი განცხადებების არასწორად გადმოცემაში".

– შენსა და კლუბს შორის მოლაპარაკებები არ ყოფილა. ეს იყო შენი ყველაზე დიდი იმედგაცრუება?

"აღარ მინდა ამაზე საუბარი. "ბაიერნს" ძალიან დიდ პატივს ვცემ იმისათვის, რასაც ბოლო რვა წელიწადში ერთად მივაღწიეთ".

"ეს კლუბი და ეს ქალაქი ჩემს სახლად იქცა. წლების მანძილზე აქ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მოედანზე და მის ფარგლებს გარეთ ბევრ შესანიშნავ ადამიანს შევხვდი. მაგრამ წასვლა ფეხბურთის ნაწილია. თუ ვგრძნობ, რომ მენტალური თვალსაზრისით ცვლილებები მჭირდება, ამის ღიად თქმა სამართლიანი იქნება. ეს ჩემი აზრია".

"ესკალაცია არ მსურს. მედია სამყარო და ფეხბურთის რეალური სამყარო ორი განსხვავებული რამაა. პრესასა და საზოგადოებაში ხშირად დომინირებს ჭორები და ემოციები. რეალურ საფეხბურთო სამყაროში სიჩუმე ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით სატრანსფერო ბაზრის დროს".

"აი, რატომ არ მინდა ცეცხლზე ნავთის დასხმა. "ბაიერნს" ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და ეჭვი არ მეპარება, კლუბის ყველა ხელმძღვანელიც ასე ფიქრობს. ამიტომაც ვარ დარწმუნებული, რომ შეთანხმებას მივაღწევთ", - ციტირებს 33 წლის პოლონელის სიტყვებს Bild-ი.