ავტორიზაცია

სალიჰამიჯიჩი: "ლევანდოვსკიმ დამირეკა და მისი კონტრაქტის თაობაზე ბაიერნის პოზიცია ავუხსენი"

სალიჰამიჯიჩი: "ლევანდოვსკიმ დამირეკა და მისი კონტრაქტის თაობაზე ბაიერნის პოზიცია ავუხსენი"
თარიღი 08 ივნ 2022, 11:50

"ბაიერნის" სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა თავდამსხმელ რობერტ ლევანდოვსკისთან შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ ილაპარაკა.

მოგეხსენებათ, პოლონელ სუპერვარსკვლავს, რომელსაც მიუნხენურ გრანდთან მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წელს ეწურება, "რეკორდმაისტერიდან" აბარგება ამ ზაფხულსვე მსურს.

"რობერტმა დამირეკა. სხვა საკითხებთან ერთად, მის საჯარო განცხადებებსაც შევეხეთ. მის კონტრაქტთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციაზე ჩვენი პოზიცია ავუხსენი".

"ჰერბერტ ჰაინერი, ოლივერ კანი და მე უკვე რამდენჯერმე გამოვეხმაურეთ მის სურვილს სხვა გუნდში გადასვლის თაობაზე, ამიტომაც ახლა მინდა მხოლოდ ამით შემოვიფარგლო", - ციტირებს სალიჰამიჯიჩის სიტყვებს Bild-ი.

მოგეხსენებათ, ლევანდოვსკის გადაბირების მთავარი კანდიდატი კატალონიის "ბარსელონაა", რომელსაც პირადი კონტრაქტის პირობებზე უკვე შეუთანხმდა.