ავტორიზაცია

იუვენტუსს მორატას შესყიდვა სურს და ატლეტიკოს რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს

იუვენტუსს მორატას შესყიდვა სურს და ატლეტიკოს რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს
თარიღი 08 ივნ 2022, 16:48

"იუვენტუსის" ხელმძღვანელობა თავდამსხმელ ალვარო მორატას კონტრაქტის შესყიდვის თაობაზე "ატლეტიკოსთან" მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მოგეხსენებათ, ბოლო ორი სეზონი 29 წლის ესპანელმა ტურინულ გრანდში იჯარის წესით გაატარა.

იტალიური გრანდი მადრიდელებთან ფეხბურთელის სხვა პირობებით გამოსყიდვას განიხილავს, მოთამაშეების გაცვლას ან აქამდე შეთანხმებული 35 მილიონის რამდენიმე წელზე გადანაწილებას.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "იუვენტუსმა" "როხიბლანკოს" 20 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უარი მიიღო.

გასულ სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე ერთად "ბიანკონერის" მაისურით 48 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 9 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.