ავტორიზაცია

ჩელსიმ რეალში წასული რუდიგერის შემცვლელს ინტერში მიაგნო

ჩელსიმ რეალში წასული რუდიგერის შემცვლელს ინტერში მიაგნო
თარიღი 08 ივნ 2022, 17:40

"ინტერის" ცენტრალურმა მცველმა, სტეფან დე ვრეიმ კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.

როგორც ბრიტანულ და იტალიურ მედიაში იწერება, ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების 30 წლის ფეხბურთელით "ჩელსი" ინტერესდება.

ლონდონურ კლუბში დე ვრეის ანტონიო რუდიგერის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც ამ ზაფხულს მადრიდის "რეალში" გადავიდა.

აღსანიშნავია, რომ გამოცდილ უკანახაზელს "ნერაძურისთან" მოქმედი კონტრაქტის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება.

დე ვრეი "ინტერმა" 2018 წლის ივლისში "ლაციოდან" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.

გასულ სეზონში მილანური გრანდის ერთ-ერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ერთად 41 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ერთი ასისტიც მიითვალა.