ავტორიზაცია

ბარსელონას შახტარის მარჯვენა მცველის შეძენა სურს, რომელსაც "ახალ დანი ალვეშად" მოიაზრებს

ბარსელონას შახტარის მარჯვენა მცველის შეძენა სურს, რომელსაც "ახალ დანი ალვეშად" მოიაზრებს
თარიღი 08 Jun 2022, 19:43

კატალონიის "ბარსელონას" ხელმძღვანელობა დონეცკის "შახტარის" მარჯვენა მცველ დოდოს შეძენით ინტერესდება.

როგორც ცნობილი ესპანური გამოცემა Diario Sport-ი იტყობინება, 23 წლის ბრაზილიელს "ბლაუგრანა" დაცვის ხაზის მარჯვენა ფლანგის გაძლიერების ერთ-ერთ კანდიდატად განიხილავს.

თავის მხრივ, დოდოს უკრაინულ გუნდში დარჩენა არ უნდა და ამ კლუბში თავის ეტაპს დასრულებულად თვლის, თუმცა მისი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

სამხრეთამერიკელი უახლოეს სატრანსფერო ბაზარზე სამუშაო ადგილის შეცვლას გეგმავს. ამ მიზეზით, მან გაზაფხულზე მიღებული ყველა წინადადება იუარა, როცა ფიფამ უკრაინის ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს სხვა კლუბებში გადასვლის უფლება მისცა.

დოდოს საბოლოო გამოსავლის პოვნა სურს - სრულფასოვან ტრანსფერს ან იჯარას დათანხმდება, შემდგომი გამოსყიდვის უფლებით.

"ბარსელონაში" მიაჩნიათ, რომ დოდოს აქვს პოტენციალი "ახალ დანი ალვეშად" იქცეს. 23 წლის ფეხბურთელისადმი ინტერესს მხოლოდ "ბარსა" არ იჩენს - ბოლო თვეებში მისდამი ყურადრება "ბაიერნმა", "რეალმა", "ფიორენტინამ" და "ტოტენჰემმაც" გამოიჩინეს.

გარდა ამისა, "ბლაუგრანას" დაცვის ხაზის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება "ჩელსის" უკანახაზელ სესარ ასპილიკუეტათიც სურს.

39 წლის ალვეში, დიდი ალბათობით, კატალონიურ გრანდთან ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს, მაგრამ ჯერჯერობით გაურკვეველია, ბრაზილიელი მთელ 2022/23 წლების სეზონს "ლურჯ-ბროწეულისფერთა" რიგებში გაატარებს თუ არა. არსებობს ვარიანტი, რომლის მიხედვითაც ალვეში "ბარსაში" მხოლოდ ზამთრის სატრანსფერო ფანჯარამდე იასპარეზებს - 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შეიძლება წავიდეს. სერჟინიიო დესტი კი გუნდს ამ ზაფხულსვე დატოვებს.

გასულ სეზონში დოდომ "შახტარის" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 26 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 4 საგოლე პასი გააკეთა.