ავტორიზაცია

ოფიციალურად: ბარსელონამ ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

ოფიციალურად: ბარსელონამ ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა
თარიღი 08 ივნ 2022, 21:05

"ბარსელონას" თავდამსხმელი, ფერან იუტგლა კარიერას "ბრიუგეში" გააგრძელებს, იტყობინება კატალონიური გრანდის ოფიციალური საიტი.

როგორც აღინიშნება, ბელგიური კლუბი 23 წლის ესპანელში 5 მილიონ ევროს გადაიხდის.

გარდა ამისა, "ბლაუგრანას" ახალგაზრდა შემტევის შემდგომი გაყიდვით მიღებული თანხის 10 პროცენტიც ერგება.

ცნობისთვის, იუტგლა "ლურჯ-ბროწეულისფრებს" 2021 წლის ზაფხულში "ესპანიოლის" მეორე გუნდიდან შეუერთდა.

ფერანმა "ბარსელონას" პირველი გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 8 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.