100 მილიონ ევროზე მეტი — ცნობილია, თუ რა თანხა შეიძლება დაუჯდეს რეალს ჩუამენის ტრანსფერი
"მონაკოს" ჩამშლელი ნახევარმცველის, ორელიენ ჩუამენის ტრანსფერი "რეალს" შესაძლოა 116 მილიონი ევრო დაუჯდეს.
როგორც ცნობილი ფრანგული გამოცემა RMC Sport-ი წერს, მადრიდული გრანდი ზემოთნახსენებ თანხას იმ შემთხვევაში გადაიხდის, თუ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ყველა ბონუსი გააქტიურდება.
ბონუსების მაქსიმალური ღირებულება, რომელიც შეიძლება მონაკოელებმა მიიღონ, 20 მილიონია. მათგან 10 მილიონი საკმაოდ მარტივი ასამოქმედებელია, 10 მილიონი კი - საკმაოდ რთული. გარდა ამისა, "რეალი" 19%-ში ვალს აიღებს.
აქამდე ცნობილი გახდა, რომ "რეალი" და "მონაკო" 22 წლის ფრანგის ტრანსფერზე შეთანხმდნენ. ამჟამად ეროვნული ნაკრების განკარგულებაში მყოფმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მადრიდულ გრანდში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა.
გავრცელებული ცნობით, "პსჟ" ჩუამენის სანაცვლოდ "რეალზე" მეტს იხდიდა, მაგრამ თავად ფეხბურთელმა მადრიდში გადასვლა ისურვა.
გასულ სეზონში "მონაკოს" ლიდერმა ყველა ტურნირზე ერთად 50 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.