"მათი პრეზიდენტის ნომერიც კი არ მაქვს", - ბეილის აგენტს ხეტაფეზე ჭორები სასაცილოდ არ ეყო
გარეტ ბეილის აგენტს გაეცინა იმ ინფორმაციაზე, თითქოს უელსელი ფეხბურთელი „ხეტაფეს“ შესთავაზეს.
მადრიდული კლუბის პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა დღეს აღნიშნა, რომ ბეილის აგენტს ესაუბრა და მათ ფეხბურთელის დამატება შესთავაზეს, რაზეც ისინი დაფიქრებას აპირებენ.
„მე ხეტაფეს პრეზიდენტის ნომერიც კი არ მაქვს.“ - აღნიშნა ჯონატან ბარნეტმა, რომელიც ბეილიც წარმომადგენელია. მის სიტყვებს სოციალურ ქსელში ფაბრიციო რომანო იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ბეილი „რეალს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს, რადგან 30 ივნისს გუნდთან კონტრაქტი ეწურება.