"ბეილის დამატება შემოგვთავაზეს", - უელსელი ვარსკვლავი კარიერას ხეტაფეში გააგრძელებს?
მადრიდის „რეალის" შემტევი, გარეტ ბეილი, შესაძლოა მადრიდის სხვა გუნდში გადავიდეს.
უელსელ ფეხბურთელს „რეალთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ბეილმა ამ გუნდიდან წასვლა უკვე ოფიციალურადაც დაადასტურა. თუმცა, როგორც ესპანელი ჟურნალისტი არანჩა როდრიგესი იტყობინება, გარეტს მადრიდში ცხოვრება ძალიან მოსწონს და ესპანეთის დატოვებაც არ სურს.
ამის გამო, ფეხბურთელის აგენტმა ჯონატან ბარნეტმა მისი დამატება მადრიდულ „ხეტაფეს" შესთავაზა, რაც ამ გუნდის დირექტორმა, ანხელ ტორესმა პირადადაც დაადასტურა:
„45 წუთის წინ ბეილის აგენტს ველაპარაკე, მისი ტრანსფერი შემოგვთავაზეს. ამ ვარიანტზე დავფიქრდებით." - ციტირებს პრეზიდენტის სიტყვებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
„ხეტაფეს" გარდა, რამდენიმე კვირის წინ აგენტებმა ბეილის დამატება მადრიდის „ატლეტიკოსაც" შესთავაზეს, თუმცა „როხიბლანკომ" ეს ვარიანტი უარყო.