ავტორიზაცია

"რა შანსს მიიღებს ეტიჰადზე?", - ტეო უოლკოტმა არსენალის ერთ-ერთი ლიდერის სიტიში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

"რა შანსს მიიღებს ეტიჰადზე?", - ტეო უოლკოტმა არსენალის ერთ-ერთი ლიდერის სიტიში შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა
თარიღი 08 ივნ 2022, 23:14

„არსენალის“ ექს-ფეხბურთელმა, ტეო უოლკოტმა ისაუბრა ინფორმაციაზე, თითქოს „მან სიტის“ ბუკაიო საკას დამატება სურს.

„არსენალი ახლა შენების პროცესშია, არტეტამ კი ბუკაიოს თავის პროექტში მნიშვნელოვანი როლი მიანიჭა.

კლუბმა საკა უნდა შეინარჩუნოს. ახალგაზრდები „არსენალისთვის“ მნიშვნელოვანები არიან, ისინი გუნდს კარგად ერგებიან.

„მან სიტისთვის“ უარის თქმა რთულია, როცა ისინი კარზე გიკაკუნებენ. განსაკუთრებით, როცა ახალგაზრდა ხარ. ბუკაიომ უნდა გაიაზროს, რომ მისი შანსები „სიტიში“ შემცირებული იქნება. დიახ, იქ ტიტულების მოგების მეტი შანსია, მაგრამ რა როლს მიანიჭებენ საკას „ეტიჰადზე“? თანაც, „არსენალსაც“ შეეძლება უახლოეს მომავალში რაღაც ტიტულისთვის იბრძოლოს.

ვფიქრობ, საკა „ემირეითსზე“ კარგად გრძნობს თავს, ქომაგებს ის უყვართ, ის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე თამაშობს და მუდამ მოედანზე გადის. გარდა ამისა, ქომაგების მხარდაჭერითაც სარგებლობს. მგონია, რომ ახალი სეზონისთვის ის გუნდში ნამდვილად დარჩება, შემდეგ კი გამოჩნდება.“ - აღნიშნა ინგლისელმა.